logo_geo
eng_logo
საჭადრაკო ფესტივალი - „ნანა ალექსანდრიას თასი“
- +

11 ოქტომბერი. 2019. 16:01

 

 

10-13  ოქტომბერს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის   ვ.ქარსელაძის  სახ.  ჭადრაკის  სკოლაში  ტარდება საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელის, ცნობილი ქართველი მოჭადრაკის,  მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 12 ოქროს მედლის მფლობელი  ნანა  ალექსანდრიას  70  წლის  იუბილესადმი  მიძღვნილი  საჭადრაკო  ფესტივალი - „ნანა  ალექსანდრიას თასი.“ ფესტივალი  3  ტურნირისაგან  შედგება:  8  წლიანი  ბავშვების,  16  წლამდე  მოსწავლეების  და  ჭადრაკის  მეგობართა  ტურნირი წარმატებული ადამიანების მონაწილეობით. შეჯიბრებები  ჩატარდება  10-13  ოქტომბერს  ვ. ქარსელაძის  სახ.  ჭადრაკის  სკოლაში.

 

ნანა ალექსანდრიამ, როგორც დიდმა საჭადრაკო მოღვაწემ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჭადრაკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. 1971 წლიდან დღემდე  ხელმძღვანელობს ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლას. 16 წელი ხელმძღვანელობდა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში (FIDE) ქალთა ჭადრაკის კომისიას. იყო ევროსაბჭოში საქართველოს ეროვნული ელჩი სპორტში, ტოლერანტობასა და სამართლიან თამაშში. მისი მოღვაწეობის შედეგია ქალთა საჭადრაკო ოსკარის შემოღება, გოგონათა ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატების დაარსება, ევროპის ქალთა საკლუბო თასის შემოღება, ქალთა გუნდის ჩართვა ვაჟთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებში. მისი რეკომენდაციების საფუძველზე საერთაშორისო ტურნირებში შემოღებულია ქალთა პრიზები და სხვა.

 

13 ოქტომბერს, 17.00 საათზე,  ეროვნული სასახლის თეატრალურ  დარბაზში გაიმართება  ნანა  ალექსანდრიას  იუბილესადმი  მიძღვნილი  საღამო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner