logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დახსნაში დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს
- +

15 ნოემბერი. 2019. 23:03



საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართავს და მოუწოდებს, ყველა არსებული საშუალება გამოიყენონ, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ექიმი.

 

"ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი, და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა. პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ექიმი", - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

 

სალომე ზურაბიშვილის მიმართვის ადრესატები არიან: გაეროს გენერალური მდივანი – ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში - როზმარი დიკარლო, ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენი, ეუთოს თავმჯდომარე - მიროსლავ ლაიჩაკი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები: გაეროს წარმომადგენელი - ჩიჰან სულტანოღლუ, ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი - რუდოლფ მიჩალკა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი - ტოივო კლაარი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - მიშელ ბაშელე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - დუნია მიატოვიჩი.

 

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მეშვიდე დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner