logo_geo
eng_logo
ბერა ივანიშვილის სახელით გავრცელებული ინფორმაცია ფეიკი აღმოჩნდა
- +

7 დეკემბერი. 2019. 19:04

 

„ბერა ივანიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ მამა გახდა მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს“, - ამის შესახებ ვებ-გვერდი „netsport.ge“ წერს, რომელსაც facebook-ის საკუთარ გვერდზე აზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის მაია ორჯონიკიძე.

 

„მამაჩემმა ქართველი ხალხი სიღარიბიდან ამოიყვანა და ამის შემდეგ კიდევ პრეტენზია, რომ გექნება”, - ვებ-გვერდის მტკიცებით, ეს სიტყვები ბერა ივანიშვილს ეკუთვნის, თუმცა სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ საქმე გვაქვს ფეიკ ნიუსთან.

 

რეალურად, ბერა ივანიშვილს მსგავსი განცხადება არ გაუვრცელებია. ირკვევა, რომ სოციალურ ქსელში გაზიარებული „ნიუსი” დეზინფორმაციას წარმოადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner