logo_geo
eng_logo
მერია: ხშირი ნალექის გამო, წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა
- +

13 ივნისი. 2016. 12:57


თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ.


„ხშირი ნალექის გამო, წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ აშენებულმა დამცავმა კედლებმა  ჩამოშლილი მასის შეჩერება უზრუნველყო. 2015  წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციის მიზნით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ააშენა რკინაბეტონის მონოლითური დამცავი კედლები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. კლდის ჩამოშლას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დროებით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა", - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×