logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ - ოპოზიცია
- +

26 მარტი. 2020. 19:05

 

„ინფექცია კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ - ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს და შექმნილი ვითარების გამო, დღეს ადამიანები უნდა გაერთიანდნენ.

 

„კარგი საქმის კეთებას ყოველთვის სიჩუმე უყვარს. ყველამ კარგი საქმე ვაკეთოთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, მაგრამ ეს ჩუმად და წესების დაცვით ვაკეთოთ. ამ დროს ჩვენ უკვე არავითარი პოლიტიკური საფუძველი არ უნდა გვქონდეს. დღეს ყველა ერთი ვართ, ოპოზიციაც, ოპოზიციაც. ინფექცია კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება და ვიყოთ ყველა ერთნი. კარგია, რომ დღეს ქვეყანა რაღაცამ გააერთიანა და ამას სხვა დანიშნულებით ნუ გამოვიყენებთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ფონდ „მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ინიციატივა ექს-პრეზიდენტს ეკუთვნის. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner