logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ფერმერები ყურძნის ჩაბარებას შეძლებენ ისეთ ფასში, რომ მათი შრომა დაფასდეს
- +

8 ივლისი. 2020. 19:29

 

 

„წელს, რთველთან მიმართებაში, ბევრი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც ყურძნის რეალიზება შეფერხებულია. წარმოების კუთხით ლიდერ ევროპულ ქვეყნებში, როგორებიც არის ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ,“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის არცერთ წელს არ ყოფილან ფერმერები მარტო გამოწვევების წინაშე. სახელმწიფო ყოველთვის აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ რეალიზებული იყოს ბოლო კილოგრამამდე ყურძენი და ფერმერებს ჩაბარების პრობლემა  არ შეექმნათ. ამავე დროს, ფერმერებმა ყურძნის ჩაბარება უნდა შეძლონ ისეთ ფასში, რომ მათი შრომა დაფასდეს. ეს არის საკითხის როგორც ეკონომიკური ნაწილი, ასევე ძალიან დიდია სოციალური ფაქტორი, რომელსაც ვითვალისწინებთ. რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ მთავრობის დადგენილება გამოვა სულ მოკლე ხანში, რაზეც პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს. ჩვენ, დამატებით, დეტალურ  ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner