logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი კი საკარანტინო სივრციდან არის
- +

9 ივლისი. 2020. 12:53

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

 

ეზუგბაიას თქმით, ახალინფიცირებულებს შორის ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი პაციენტი კი საკარანტინო სივრციდან არის.

 

„ქვეყანაში დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა და მათი რიცხვი 968-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვს კი სამი პირი შეემატა.

 

ახალი შემთხვევები კვლავ იმპორტირებულია და სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან. მათი ნაწილი თბილისის ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული“,- განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომაროება საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner