logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არაადეკვატური ადამიანია, სამწუხაროა, რომ არიან ადამიანები, ვისაც მისი სჯერა
- +

5 აგვისტო. 2020. 16:59

 

 

„იმ ფსიქიკის ადამიანისთვის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით წესი არ არსებობს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

 

მისი შეფასებით, ყოფილ პრეზიდენტს პირადი ამბიციების გუნდის წევრებზე დაქვემდებარება სურს.

 

 „ის არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით. ეს არის ის რეალობა, რასაც დღეს ვუყურებთ. სამწუხაროა, რომ არიან ადამიანები, ვისაც მისი სჯერა, მის პოლიტიკურ გუნდში არიან გაერთიანებული და ფაქტობრივად, ყოველდღე ხელს აწერენ იმ სისხლიან წარსულს, რომელიც სააკაშვილმა საქართველოს შეუქმნა.

 

 სააკაშვილი აშკარად ადასტურებს და ხაზს უსვამს ინტენსიურად იმას, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც გარკვეულ პერიოდში სამსახურს უწევდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, მისთვის არ წარმოადგენს რამე ღირებულებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner