logo_geo
eng_logo
მარტვილში 44 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

8 მარტი. 2016. 13:44



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა,  სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა  ლევან შონიამ   მარტვილში 44 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულეს.


მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის გაზიფიცირებისათვის საჭირო ხარჯები   სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დასრულდება.  მშვიდობის ქუჩაზე, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში   დევნილი ოჯახები ბუნებრივი აირის გარეშე 2010 წლიდან ცხოვრობენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×