logo_geo
eng_logo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთის ელჩმა საჯარო ლექცია ჩაატარა
- +

7 დეკემბერი. 2017. 15:47



სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა იურიდიული და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.


სტუმარს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა, მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ ბატონი მარიუში უნივერსიტეტის დიდი მეგობარია და ის არის პირველი ელჩი, რომელმაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვის სურვილი გამოთქვა.


ბატონმა მარიუშმა ისაუბრა საქართველოსა და პოლონეთის ისტორიაზე, ქვეყნების მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე. მიმოიხილა სხვადასხვა ქვეყნის ისტორია, პოლიტიკა, ისაუბრა ხალხთა შორის ურთიერთობებზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, კომუნიკაციებსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე, სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობასა და პოლიტიკის ფილოსოფიაზე.


ელჩსა და სტუდენტებს შორის მეტად თბილი დიალოგი გაიმართა.


კითხვები დასვეს: ზურაბ გორგოძემ, გიორგი ლურსმანაშვილმა, ხათუნა აქუბარდიამ, კონსტანტინე გერლიანმა, მარიამ ბერიანიძემ, თორნიკე ქავთარაძემ, შალვა აფაქიძემ და უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ.


პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი მარიუშ მაშკიევიჩი კვლავ ეწვევა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ლექციათა ციკლს გააგრძელებს.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner