logo_geo
eng_logo
რძის პროდუქტების მწარმოებელ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
- +

13 იანვარი. 2018. 11:46



რძის პროდუქტების მწარმოებელ 11 ბიზნესოპერატორს, კრიტიკული შეუსაბამობის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო დარღვევების გამო დაჯარიმდა 56 ბიზნესოპერატორი. ინფორმაციას სურსათის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით, 1tv ავრცელებს.


უწყების ცნობით, საწარმოების სანიტარიულ მდგომარეობასთან ერთად, შემოწმდა პროდუქციის შესაბამისობა რძის ტექნიკურ რეგლამენტთან.


რძის ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლის აგვისტოში ამოქმედდა, 2017 წლის 1 ივლისს კი ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, დასახელება „ყველი" შეიძლება ეწოდოს მხოლოდ რძისგან დამზადებულ პროდუქტს. სხვა შემთხვევაში, მაგ.: რძის ფხვნილის გამოყენებისას ეტიკეტზე ტერმინი „ყველის" მითითება დაუშვებელია.


გავრცელებული ცნობით, ასოციაცია „MIC-TNS"-ის მიერ ჩატარებულ ყველის ბაზრის კვლევის მიხედვით, 15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად, გამოვლინდა რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები დაცული არ იყო.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner