logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი!
- +

15 აპრილი. 2018. 14:03

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა.

 

„კვირაცხოვლობა არის აღდგომის დღესასწაულის გაგრძელება. ეს არის განსაკუთრებული დღე. ამ დღეს კიდევ უწოდებენ თომას კვირიაკეს. თომა მოციქული იყო პირველი მოციქული, რომელმაც აღიარა უფალი, როგორც ღმერთი. შევთხოვთ უფალს, რომ ძალი ერსა თვისსა მისცეს და აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბედნიერი ვართ, რომ მთელი წმინდა სინოდი დღეს აქ იმყოფება და ვდღესასწაულობთ ამ დიდ დღესასწაულს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი. ეს დღესასწაული ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ დღეს მაკურთხეს მღვდლის ხარისხში, როცა ვიყავი სასულიერო აკადემიის სტუდენტი. წმინდა თომა მოციქული შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს",- ბრძანა პატრიარქმა.

 

დღესვე მან დალოცა გვარები: ხვედელიძეები, აივაზიშვილები და საბაურები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner