logo_geo
eng_logo
გიორგი ტატუნაშვილი: არ მაქვს იმედი, რომ ჩემი შვილის შინაგან ორგანოებს გადმოგვცემენ
- +

24 ივნისი. 2018. 20:09

 

 

არჩილ ტატუნაშვილის მამის გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, იმედი არ აქვს, რომ მისი შვილის ორგანოებს რუსეთი საქართველოს გადმოსცემს.

 

„კარასინის „ფეისბუქის“ გვერდზე ვნახე დადებული წერილი, რომ ოსებს უნდა დაელაპარაკოთო. ჩვენ ჩავერევით რამდენადაც ამის საშუალება გვექნებაო. ჩემი შვილის შინაგანი ორგანოები ამჟამად არის ვლადიკავკაზში. რუსები თავიანთ გამამტყუნებელ საბუთებს არ გადმოგვცემენ. აჩიკოს არც გული სტკიოდა, არც ღვიძლი აწუხებდა. ცეროზიც არ აწუხებდა. თავის ტვინი და სხვა ორგანოები აკლია. არ მაქვს იმედი, რომ გადმოგვცემენ. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ თავი გაიმართლონ. როგორც თავიდან თქვეს, რომ ჩემი შვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

ოსების ექსპერტის დასკვნაში წერია, რომ გულის უკმარისობით გარდაიცვალა აჩიკო. დაგორდა კიბეებზე. ხის სამსაფეხურიან კიბეებზე ორმეტრიანი კაცი ისე როგორ დაგორდა, რომ სხეულზე ასზე მეტი დაზიანება მიიღო. ეს არის სიცრუე. რაღაცით ხომ უნდა გაიმართლონ თავი“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია. მისივე თქმით, ექსპერტიზა ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში ჩატარდა.

 

ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებულ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები არ აღმოაჩნდა. ტატუნაშვილის ოჯახი გარდაცვლილის ორგანოების გადმოცემას ითხოვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner