logo_geo
eng_logo
ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება
- +

20 ივლისი. 2018. 17:04

საბურთალოს რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.  შარტავას ქუჩა N18, პეკინის გამზირის N31, თოფურიას ქუჩა N12, პეტრიწის ქუჩა N12 და ყაზბეგის გამზირის N29ა კორპუსების მიმდებარედ, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება.

 

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებსა და ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი სპორტული სივრცე ჰქონდეთ და სპორტული აქტივობებით დაკავდნენ. ნოემბრის ბოლომდე კი, დაახლოებით, 20-მდე სპორტული სივრცე მოეწყობა. ასევე, მოსახლეობის თხოვნით, 13 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო. ვცდილობთ,  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 

პროექტის ფარგლებში, ლითონის ბადეები განახლდა, დაზიანებული ხელოვნური საფარი კი ახლით შეიცვლება. ასევე, მოეწყობა ყველა საჭირო ინვენტარი.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „დოკასპორტი“ ასრულებს. პროექტების ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner