logo_geo
eng_logo
ჯარისგან თავის არიდების მცდელობაზე ჯარიმა დაწესდება
- +

16 სექტემბერი. 2018. 00:28

 

 

სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაზე შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს. ამასთან დაკავშირებით საუბარია, კანონპროექტში, რომლის წარდგენა მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე მოხდება.

 

კანონპროექტის თანახმად, ავადმყოფობის მოჩვენებით, სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარი მოტყუებით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდების მცდელობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება.

 

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის განაკვეთის საკითხი. კერძოდ, მოსაკრებლის გადახდის შედეგად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების პერიოდი უნდა შემცირდეს და ნაცვლად 18 თვისა, უნდა განისაზღვროს 12 თვით.

 

„ამასთან, კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს პირის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით მხოლოდ ორჯერ სარგებლობას, მაგრამ არაუმეტეს 25 წლის ასაკისა.

 

კანონპროექტით ხდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობისას ასაკობრივი დათქმის - „არაუმეტეს 25 წლის ასაკისა“ ამოღება. რის შედეგადაც, ამ უფლებით სარგებლობა პირს შეეძლება ორჯერ, 27 წლის ასაკამდე,“-აღნიშნულია პროექტში.

 

ასევე ცნობილია, რომ მოქალაქეები, რომლებიც ჯარში წასვლას თავს არიდებენ, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს გაივლიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner