logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: მეორე ტური საბედისწერო არჩევანია, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ!
- +

18 ნოემბერი. 2018. 18:12

 

პოეტმა დავით მაღრაძემ ბათუმში მოძრაობა  „მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არის საბედისწერო არჩევანი. მაღრაძემ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

 

„მივესალმები ჩვენს მეხსიერებას, რომელიც არც ერთი წუთით არ გვაძლევს საშუალებას, მოვდუნდეთ. ქართველი ხალხი არ ივიწყებს იმას, რაც არ უნდა დაივიწყო. ერთიც ვერ უნდა მოიპოვოს საბჭოთა გადმონაშთმა თავისი კრემლის ვარსკვლავით. გადავცეთ ყველას, რომ მეორე ტური არის საბედისწერო არჩევანი, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ“, -განაცხადა დავით მაღრაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner