logo_geo
eng_logo
კახა ბექაური: ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ
- +

21 იანვარი. 2019. 17:31

 

 

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს.

 

ბექაურის თქმით, კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

 

„ძალიან ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ბაზარზე არსებულ, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ, ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში, თუ ისინი არაკანონზომიერად მოიქცევიან, მაინც დავაბრუნებთ კანონზომიერების ჩარჩოში“, - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კახა ბექაურის განცხადებით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, კომისიამ ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის ბაზარზე სიტუაცია გაჯანსაღებულიყო, რაც იმის გარანტია, რომ საცალო ბაზარზე მომხმარებლებისთვის კონკურენცია გაიზარდოს, ხარისხი გაუმჯობესდეს და ფასებმა დაიწიოს, ამის ფონზე კი კომპანიების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების გახმოვანება საფუძველს მოკლებულია.

 

„არ ვიცი, მათი ეს გადაწყვეტილება რითაა გამოწვეული, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ბაზარზე გარკვეული თვალსაზრისით განუკითხავი მდგომარეობა იყო, ის ტარიფი არ იყო და ის ხარისხი არ იყო, რასაც კომპანიები აწვდიდნენ მომხმარებლებს, კომისიის მხრიდან ეს ყველაფერი მოწესრიგების პროცესშია და ამისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა დიდ ოპერატორებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის მივცემთ უფლებას, რომ არაკანონზომიერი გადაწყვეტილებები მიიღონ და საკუთარი მნიშვნელოვანი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენონ მომხმარებელზე, ამას კომისია წინ აღუდგება“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×