logo_geo
eng_logo
პროკურორებმა და ადვოკატებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე ერთობლივი დისტანციური სწავლება გაიარეს
- +

20 მარტი. 2019. 17:48

 

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურისა და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებმა, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების თემაზე ერთობლივი დისტანციური სწავლება გაიარეს. მონაწილეებს კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა გადასცეს.

 

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია ხელი შეუწყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესზე ორიენტირებული პრაქტიკის განვითარებას  და პროკურორთა პროფესიული სტანდარტის მუდმივ ამაღლებას. ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული დისტანციური სწავლება მოიცავდა როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს და პრეცედენტულ  სამართალს, რაც მიზნად ისახავს იურიდიული სფეროს პროფესიონალების შესაძლებლობების გაზრდას იმისათვის, რომ უკეთ მოახდინონ ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციისგან, სექსუალური ძალადობისგან და ძალადობის სხვა ფორმებისგან დაცვა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვა საქართველოში.

 

თეორიულ მასალასთან ერთად, პროგრამა ითვალისწინებდა პრაქტიკული მაგალითებისა და კაზუსების განხილვას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ თემატურ დისკუსიებში.

 

3-თვიანი კურსის ფარგლებში ერთობლივი სწავლება 20 პროკურორმა და 17 ადვოკატმა გაიარა. აღნიშნული მიმართულებით, იურიდიული სფეროს წარმომადგენლებისათვის ერთობლივი სასწავლო აქტივობების განხორციელება და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner