logo_geo
eng_logo
შსს-მ მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

29 აგვისტო. 2019. 17:14

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ლ.დ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ იგი იყო ოჯახის უფროსი, თავის მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა და  ამცირებდა. მიუხედავად ამისა, პოლიციისათვის დახმარების თხოვნით არასოდეს მიუმართავთ. მორიგ კონფლიქტს ადგილი ჰქონდა 2019 წლის 24 აგვისტოს, რის შემდეგაც ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner