logo_geo
eng_logo
ზაზა ფაჩულია: ჩემი ხმები ქართველი ხალხისგანაა... მადლობა ამ სიყვარულისთვის!
- +

11 იანვარი. 2017. 04:12



კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ უცხოელ ჟურნალისტთან NBA-ს All-Star-ის გამოკითხვის  საშუალედო შედეგებზე ისაუბრა. როგორც ფჩულიამ აღნიშნა, მას არ გაჰკვირვებია თავისი შედეგი. სპორტსმენმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს.


„მე, სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, რადგან შარშან ქართველები პირველად ჩაერთვნენ ამ პროცესში. მინდა ვახსენო, რომ NBA-ში 14 წელია ვთამაშობ და ხმათა ნაწილი შტატებიდანაა, მაგრამ რაელობას თვალი თვალი გავუსწოროთ, ჩემი ხმები ქართველი ხალხისგანაა. მათ აქვთ ამის გამოცდილება, იციან წესები და სულაც არ მიკვირს შედეგი.

 

ჩემი აზრით, ამის მთელი ხიბლი ისაა, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება. მე არასდროს ვითხოვ ხმის მიღებას, რადგან გუნდზე და თამაშზე ვარ ორინეტირებული. ეს არის ჩემთვის პრიორიტეტი.

 

მე მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავიხადო,  მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის, რადგან როგორც არ უნდა იყო ცხოვრებაში, უარყოფითი თუ დადებითი პიროვნება, ასეთ რამეს ვერ იყიდი", - განაცხადა ფაჩულიამ.


 

right_banner
არქივი
right_banner