logo_geo
eng_logo
კახეთში რთველი დასკვნით ეტაპზეა, ყურძნის მოსავლის დასაბინავებლად რაჭა ემზადება
- +

4 ოქტომბერი. 2019. 11:26

 

4 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 223 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 133 ათასი ტონა რქაწითელი, 71 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

 

კახეთში ღვინის საწარმოებს მოსავალი 21 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

 

კახეთში რთველი უკვე დასკვნით ეტაპზეა. მოსავლის დაბინავება აქტიურად ამ დროისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

 

5 ოქტომბერს რთველის საკოორდინაციო შტაბი იხსნება ამბროლაურში. ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები  ადგილზე უკვე მობილიზებულები არიან, რომ რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში შეუფერხებლად და ორგანიზებულად ჩატარდეს.

 

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner