logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება
- +

31 ივლისი. 2020. 12:53

 

 

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე წარადგინეს ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში. მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბათუმის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება.

 

მთავრობის მხრიდან  ბიზნესის, მოქალაქეების, მეწარმეების ხელშეწყობის ფარგლებში განიხილეს ე.წ. ხოფას ბაზრობის მოიჯარეების საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი. პანდემიის საწყის პერიოდში მოიჯარეები, პირველ ეტაპზე, საიჯარო გადასახადისგან 3 თვით გათავისუფლდნენ. აჭარის მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მოიჯარეები დამატებით 5 თვით ძირითადი საიჯარო ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

 

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომისიური წესით დაასრულა შესწავლა და შეირჩა 18 ფერმერი, რომელთაც 1 მლნ ლარის მოცულობის პროექტები დაუფინანსდებათ. პროგრამა ითვალისწინებდა, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება-მოდერნიზებას, ასევე ახალი  ბიზნესის („start-up“)  დასაწყებად  ბენეფიციარებისთვის  ფინანსური დახმარების გაწევას. 

 

 

right_banner
არქივი
right_banner