logo_geo
eng_logo
თელავის სამხარეო პოლიციაში მოლაპარაკებებში სავარაუდოდ გიორგი გახარიაც მონაწილეობს
- +

21 აპრილი. 2019. 14:45

 

 

პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო, კახეთის რეგიონში სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების გამართვას სავარაუდოდ გეგმავენ გიორგი გახარია, მაია ცქიტიშვილი, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი.

 

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. სოფელ ბირკიანში რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ასევე აქციის მონაწილეები. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი სოფლის ეკოსისტემას ხელს შეუშლის.

 

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×