logo_geo
eng_logo
აკაკი გოგიჩაიშვილის „რიჟა ბაზარი“, ანუ თანამედროვე დიოგენე!
- +

5 თებერვალი. 2018. 21:31


 

აკაკი გოგიჩაიშვილი („რუსთავორელ-იბერიელი"):


„სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში კრიტიკული თემები იშვიათად მოდიოდა ჩვენამდე, მერე აღმოჩნდა რომ ბიზნესზე ზეწოლა იყო, მაგრამ თავად ბიზნესმენები ამის შესახებ ჩვენთან არ ლაპარაკობდნენ. ჩვენ თუ რამეს გავიგებდით, ვუკავშირდებოდით, მაგრამ უარყოფდნენ, გვთხოვდნენ არაფერი გვეთქვა. კრიტიკულ სიუჟეტებს მაშინაც ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ სადღაც სიღარიბე იყო, პრობლემა იყო, მაგრამ ვიღაც რომ ღამე მიჰყავდათ და ქონების გადაფორმებაზე ხელს აწერინებდნენ, ასეთი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა. გვარამია არხის მენეჯერია და ეს უნდა გაითავისოს. როცა ამ დროს გამოდიხარ პოლიტიკური განცხადებებით და გარკვეული მიმართულებით, შენ დარტყმის ქვეშ აყენებ მთელ არხს და ყველა ჟურნალისტს. არხი ასოცირდებოდა ნაციონალებთან. მე კი არ ვარ ნაციონალი, არც არასდროს ვყოფილვარ, არც მათი მხარდამჭერი ვარ."


მინაწერი: აკაკი... კაკო, კაკი... ალო, ალოოოო... არ გინდა „რიჟა ბაზარი"... ახლა ნუ დახატავ ისეთ სიტუაციას, გეგონება ტყემალზე ზიხარ და ბლის კურკებს ისვრი. შენამდე რომც არ მოსულიყო ყველა სიბინძურე (რაც გამორიცხულია), მაინც დამნაშავე ხარ, რადგან მთელი ცხოვრება „ნაციონალებს" „აპრავებდი". შენამდე თუ არა, ჩვენამდე მოდიოდა, ყველგან მიდიოდა. ნუ თამაშობ დიოგენეს როლს, თითქოს კასრში იჯექი, მაინც არ დაგიჯერებენ!








 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner