logo_geo
eng_logo
გია გაჩეჩილაძე ბაია გადაბაძეს და კოტე გოგელიას შანტაჟში ადანაშაულებს
- +

17 თებერვალი. 2016. 22:44


გია გაჩეჩილაძე ბაია გადაბაძესა და კოტე გოგელიას  შანტაჟში ადანაშაულებს. ამის შესახებ გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„მაესტროს" ყოფილი დირექტორი, ეთერ გადაბაძე და კრედიტორი, კოტე გოგელია აგრძელებენ მედია შანტაჟს და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება, თითქოს მათ სურთ "მაესტროს" რეაბილიტაცია და ძმები გაჩეჩილაძეები ამ პროცესს აფერხებენ.

 

ფაქტები კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს: გადაბაძის დირექტორობის პირობებში, კოტე გოგელიას მართულ "მაესტროს" დაუგროვდა ვალები. გადაბაძემ ვერ მოახერხა საქმიანობის ისე წარმართვა, რომ "მაესტრო" ყოველთვიურად დამოკიდებული არ ყოფილიყო გოგელიასგულმოწყალებაზე". გადაბაძემ 100% დამფუძნებელთა ნების საწინააღმდეგოდ 2015 წლის 18 სექტემბერს  მიმართა სასამართლოს გაკოტრების (რეაბილიტაციის გამომრიცხველი) მოთხოვნით, რაც უკანონოდ ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ. გადაბაძემ დამფუძნებელთა დაუკითხავად, 2014 წლის 24 ოქტომბერს, გააჩუქა "მაესტროს" ყველაზე ფასეული აქტივი - მისი სახელი, რომელიც "მაესტროზე" (და არა მის რომელიმე დამფუძნებელზე) იყო რეგისტრირებული საქპატენტში 2011 წლიდან. გადაბაძე ახლა კოტე გოგელიას დღის წესრიგს აღასრულებს, რომ როგორმე გააკოტროს "მაესტრო," რის შედეგადაც გოგელია ხელში ჩაიგდებს "მაესტროს" მთელ აქტივებს, ხოლო "მაესტროს," როგორც დამოუკიდებელი ტელევიზიის, 2002 წლიდან არსებული ისტორია წარსულს ჩაბარდება.

 

ჩვენი მოქმედები და არა ჩვენი სიტყვები მეტყველებს "მაესტროს" გადარჩენის სურვილზეპირველად 2015 წლის 3 სექტემბერს წერილობით შევთავაზე გოგელიას "მაესტროს" მართვაში გადმოცემა და კომპანიის ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტია. 2015 წლის 20 ოქტომბერს დავიწყე სასამართლო დავა "მაესტროსთვის" სახელის დაბრუნების მოთხოვნითწელს კი შევიძინე "მაესტროს" საკონტროლო პაკეტი ერთადერთი მიზნით, შემეცვალა არაეფექტური მენეჯმენტი და დამენიშნა დირექტორი, რომლის პირველი ნაბიჯი იქნებოდა "მაესტროს" მიზანმიმართული გაკოტრების  პროცესის შეჩერება.

 

გაურკვეველი მიზეზების გამო, ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" დირექტორად არ დარეგისტრირდა. დღეს კი ვითხოვ 19 თებერვლის "მაესტროს" კრედიტორთა კრების გადადებას ლევან გაჩეჩილაძეს დირექტორად დარეგისტრირებამდე, რადგან კრებაზე "მაესტროს" ინტერესები უნდა დაიცვას მისმა დირექტორმა და არა კრედიტორის დავალებების შემსრულებელმა პირმა, რომელსაც თავი კვლავ "მაესტროს" „დირექტორად" მიაჩნია.

 

მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ კოტე გოგელიას და ეთერ გადაბაძის მედია შანტაჟს. ვაგრძელებთ ბრძოლას "მაესტროს" გადასარჩენად.

 


 

right_banner
არქივი
right_banner