logo_geo
eng_logo
ბენდი „მუზეუმი“: შევეცდებით, ხმა მივაწვდინოთ ყველა ადამიანს!
- +

29 აპრილი. 2016. 14:51



ეს არ არის ოთხ კედელში მოქცეული მუზეუმი, სხვადასხვა ექსპონატებითა და უძველესი ნივთებით გადაჭედილი. ეს სრულიად განსხვავებული, ცოცხალი და მუსიკალური სამყაროა, რომელსაც ნიჭიერი ადამიანების გუნდი ქმნის და მას სიმღერის სახით საკუთარ მსმენელს უზიარებენ.

ეს ბენდი „მუზეუმი", რომელიც შეიქმნა სამი წლის წინ. ჯგუფის ვოკალისტი, პიანისტი და რიტმ-გიტარისტი შოთიკო ბანძელაძეა. ჯგუფი 4 წევრისგან შედგება(ვახტანგ კიკალეიშვილი- ბასისტი, გიტარისტი; დავიდ იმერი-სოლო და რიტმ-გიტარისტი; თორნიკე ჩხარტიშვილი- ბენდის დრამერი). ყველა მათგანს საკუთარი მუსიკის შექმნის გამოცდილება აქვს, რაც განაპირობებს მათი ბენდის მრავალფეროვნებას და არასტანდარტულობას.



შოთიკო ბანძელაძე: „თითქმის ყველა ქავერი, რომელსაც ვასრულებთ, საკმაოდ განსხვავდება ორიგინალისგან. ჩვენ არ ვაკოპირებთ სიმღერებს, არამედ შეგვაქვს ჩვენი ხედვა, ვავსებთ ბევრი ახალი ელემენტით, ამა თუ იმ სიმღერის ზოგ ნაწილს არათუ უბრალოდ ვალამაზებთ, არამედ სრულიად ვცვლით საკუთარი ჰარმონიით და ჟანრითაც კი, რაშიც მონაწილეობს ბენდის ყველა წევრი თავისი საინტერესო ხედვებით, ამის გამო ის ხდება სრულიად განსხვავებული და შეიძლება ვერც კი იცნოთ რაღაც დროის განმავლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე კონკრეტული სიმღერა სრულიად კარგავს თავის სახეს ან არ გადმოცემს იმ ემოციას, რაც ავტორს აქვს ჩადებული."

 


ბენდი ქუთაისში მოღვაწეობს. ჯერჯერობით,  „მუზეუმს" არ იცნობს ფართო საზოგადოება, რადგან ისინი ჯერჯერობით მუშაობენ ღამის კლუბებში.

 


გვაქვს სამომავლო გეგმები ქალაქგარეთ და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მაქსიმალურად შევეცდებით, საქართველოს მასშტაბით ხმა მივაწვდინოთ ყველა ადამიანს. ქართველი მსმენელი საკმაოდ პრეტენზიული და გემოვნებიანია და თუ ადამიანებს მინიმუმ მეორეჯერ მაინც გაუჩნდებათ სურვილი ჩვენი მოსმენის, ესე იგი, შანსი მოგვეცემა, ჩვენი ემოცია და სათქმელი ბოლომდე მივიტანოთ თითოეულ მსმენელამდე. ჩვენ ხალხის სიყვარული გვჭირდება და ხალხს - ჩვენი სიყვარულით დაწერილი და შესრულებული სიმღერები ", - ამბობს ბენდის ვოკალისტი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×