logo_geo
eng_logo
ენიო მორიკონე ქართველ მსმენელს მიმართავს
- +

20 აპრილი. 2018. 12:37

 

 

„იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანს ზუსტად ერთი თვეში „ბლექ სი არენაზე“ შევხდები!“ – ეს სიტყვები ენიო მორიკონეს ოფიციალურმა facebook-გვერდმა კომპოზიტორის იმ ღონისძიებაზე დაპოსტა, რომელიც „Black Sea Arena“-ზე 19 მაისს გაიმართება.

 

ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი, ენიო მორიკონე საქართველოს რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, „Check in Ceorgia”-ს  ფარგლებში ესტუმრება და კონცერტს „Black Sea Arena“-ზე გამართავს, რომელიც მაესტროს მოღვაწეობის 60–წლიანი იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. ტურნეს ყველა კონცერტი ანშლაგით გაიმართა და მაყურებლის მხრიდან დიდი ოვაციები, ხოლო მედიის მხრიდან – დადებითი შეფასებები მიიღო.

 

აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. შეკვეთილში მდებარე „Black Sea Arena“-ზე ის წარდგება რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი 70–კაციანი შემადგენლობით.

 

საგულისხმოა, რომ საქართველოში ლეგენდარული კომპოზიტორი პირველად ჩამოდის და მისი კონცერტით „Black Sea Arena“-ს 2018 წლის სეზონი საზეიმოდ გაიხსნება.

 

ბილეთების გაყიდვა დღეს, 20 აპრილს, 09:00 საათიდან tkt.ge-ს საშუალებით დაიწყო.

ბილეთების ფასი 60 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე მერყეობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×