logo_geo
eng_logo
აუტისტი მხატვარი, რომელიც ქალაქს თავზე გადაუფრენს და უზუსტესად ხატავს
- +

12 ივლისი. 2016. 16:29



ბრიტანელი მხატვარი სტივენ ვილტშერი 31 წლისაა და უნიკალური ნიჭი აქვს: მას შეუძლია, ქალაქს თავზე გადაუფრინოს, ნანახი გონებაში ჩაიბეჭდოს და მერე კი 5,5 მეტრის სიგრძის მოლბერტზე გაშლილ ქაღალდზე წვრილმანი სიზუსტით გადაიტანოს ყველაფერი, რაც ნახა.


სტივენი 9 წლის ასაკამდე არაფერს ამბობდა და პირველი სიტყვა, რაც სპეციალიზებულ ინტერნატში წარმოთქვა, იყო „ქაღალდი", მერე კი ხატვას შეუდგა. ნაგებობებით დატვირთული ნებისმიერი ქალაქისთვის თავზე გადაფრენის შემდეგ მას მხოლოდ 20 წუთი სჭირდება იმისთვის, რომ ამ ქალაქის ზედხედი დახატოს. სპეციალისტებმა არაერთხელ შეადარეს დახატული რეალურს და მუდამ ერთ დასკვნამდე მივიდნენ - სიზუსტე გამაოგნებელია.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×