logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ფრთხილად! ეშმაკები ჯვრით ხელში მოდიან!
- +

25 ნოემბერი. 2019. 10:43

 

„ეშმაკები ჯვრით ხელში, ეშმაკები სანთლებით ხელში, ეშმაკების ომი ქრისტეს სახელით, საქართველო სახელით...“,- ამის შესახებ პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„დაიმახსოვრეთ, რასაც ახლა ვიტყვი: „ნაციონალები“ პირველი რევოლუციის, „ვარდების რევოლუციის“ დროს თუ ვარდებს მოაბრდღვიალებდნენ, ახლა ვარდების ნაცვლად ჯვრები ეჭირათ ხელში და ასე, ჯვრებით „შეიარაღებულნი“, შეეცდებიან მეორე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი „ საღვთო რევოლუციის“ მოხდენას.

 

წინ „მიშა“ მიშა და მეუფე პეტრე გაუძღვებიან „ჯვაროსნულ“ ლაშქარს საქართველოს დასახსნელად და გასათავისუფლებლად.

 

ეშმაკები ჯვრით ხელში, ეშმაკები სანთლებით ხელში, ეშმაკების ომი ქრისტეს სახელის, საქართველოს სახელის - აი, ეს არის ის პერსპექტივა, რასაც მიშა და პეტრე გვიმზადებენ.

 

დიახ, ფრთხილად! ეშმაკები ჯვრით ხელში მოდიან“,- წერს ვახტანგ ხარჩილავა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner