logo_geo
eng_logo
არქიტექტორი წყვილი და ქორწილი ნეფე-დედოფლის დაპროექტებული ტორტით
- +

29 თებერვალი. 2016. 11:57

 

დღის დედოფალია 24 წლის მარიამ ძამაშვილი, არქიტექტორი.


სიძე - 27 წლის მამუკა ხარაზიშვილი, ისიც არქიტექტორი.


პირველად ერთმანეთს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო.


საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ერთად, თუმცა მაშინ ერთმანეთს არც კი გამოლაპარაკებიან.


გავიდა დრო და კიდევ ერთხელ, ამჯერად მამუკას სამსახურში შეხვდნენ ერთმანეთს.


მარიამი თანამშრომელს, რომელიც ახლა უკვე მათი მეჯვარეა, მეგობართან გაჰყვა ოფისში და ეს მეგობარი მამუკა აღმოჩნდა. მაშინ პირველი შეხვედრა აღარც ახსოვდათ. შემდეგ გაარკვიეს, რომ საჯარო ლექციაზე შეხვედრიან ერთმანეთს და, სხვათა შორის, მამუკას მარიამი ძალიან მოსწონებია.


დაახლოვდნენ. აღმოჩნდა, რომ საერთო ინტერესები და მსგავსი გემოვნება ჰქონდათ: პროფესია, ხელოვნება, მუსიკა, თეატრი...


ხშირად იყო სიურპრიზები სახლის კართან, ყვავილები, წიგნები, საჩუქრები...


ერთხელ მეგობრებმა ქვემო რაჭის დასათვალიერებლად წასვლა გადაწყვიტეს.


მამუკას ბევრად მნიშვნელოვანი გეგმა ჰქონდა: ნაქერალას უღელტეხილზე რომ ავიდოდნენ, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება, მუხლზე დაჩოქილს უნდა ეთხოვა ხელი, თუმცა გეგმა ჩაიშალა. გასვლის წინ 2 საათით დააგვიანა მარიამმა და დათქმულ ადგილას რომ მივიდნენ, ისეთი უკუნი სიბნელე იყო, ხედის გონებაში წარმოდგენაც ჭირდა. მამუკამ გეგმა „ბ" აამოქმედა. საღამოს სასტუმროში ვახშმობისას მამუკამ სიყვარულის სადღეგრძელო თქვა, სიტყვის ბოლოს საიდანღაც ბეჭედიც გამოაჩინა, დაიჩოქა და სახალხოდ სთხოვა მარიამს ხელი.


უნდოდათ, ქორწილი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ყველაფერი თავად დაგეგმეს, არც თავიანთი პროფესია დაივიწყეს და საქორწილო ცერემონიალში არქიტექტურული დეტალებიც შეიტანეს. მაგალითად, ტორტი თავად დააპროექტეს და ერთად ააწყვეს.


დღე მართლაც დაუვიწყარი გამოვიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თინათინ გოგიშვილი
წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×