logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფო რესურს დავხარჯავთ იმ სპეციალობებზე, რომელიც უფრო მეტად გვჭირდება
- +

30 დეკემბერი. 2016. 23:40



საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო რესური იმ სპეციალობებზე დაიხარჯება, რომელიც უფრო მეტად საჭიროა.


„ჩავდივართ დანაშაულს ახალგაზრდების წინაშე, ყოველწლიურად ჩართული გვაქვს უმუშევარი ადამიანების წარმოების დანაშაულებრივი ქარხანა. ეს სადღაც უნდა გაჩერებულიყო. ვუშვებთ ათჯერ უფრო მეტ დიპლომატს, იურისტს და ა.შ. ვიდრე გვჭირდება.  არ შეიძლება აეს ასე მივუშვათ. ამიტომ დავიწყეთ ძირეული დაგეგმვის დინამიური პროცესი, ვაფასებთ საჭიროებებს ეკონომიკაში და ამის მიხედვით იქნება სახელმწიფო რესურსი დახარჯული. არ ვამბობ, რომ ვიღაცას ავუკრძალავთ რაიმე პროფესიით ადამიანების სწავლებას და მომზადებას, არავითარ შემთხვევაში. ჩვენ სახელმწიფო რესურს დავხარჯავთ იმ სპეციალობებზე, რომელიც უფრო მეტად გვჭირდება. რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ფუნდამენტური მეცნიერებები, სადაც ძალიან ძნელია მოთხოვნის განსაზღვრა, აქ ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფოს აქცენტირებას", - აღნინა კვირიკაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში.


მისი თქმით, ამ პროცესში სახელმწიფოს თანაჩართულობასთან ერთად, აუცილებელია კერძო ბიზნესის ჩართულობაც



 

right_banner
არქივი
right_banner