logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: სამთავრობო ცვლილებები მმართველობის რეფორმის ბუნებრივი ნაწილია...
- +

13 ნოემბერი. 2017. 23:02


 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილი.


„ცვლილებები, რაც დღეს გააცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, არის ბუნებრივი ნაწილი იმ მმართველობის რეფორმის, რომელიც ოთხპუნქტიანი სამთავრობო გეგმის ნაწილია და რომელზეც, მე ვიტყოდი, როგორც გუნდის წევრი, ჩვენ კვირიკაშვილის გაპრემიერების დღიდან ვაქციეთ მასთან ერთად პრიორიტეტად და მხარს ვუჭერდით მის ამ მისწრაფებას, რომ თითოეული სამინისტროს შიგნით მომხდარიყო ცვლილებები, შიგნით თითოეული სტრუქტურის მმართველობითი სისტემა გამხდარიყო უფრო მოქნილი, ეფექტური და რეალურად ნაკლები ხალხით გვეკეთებინა უფრო მეტი საქმე. ამას სხვადასხვა ქვეყანაში პატარა მთავრობის იდეასაც უწოდებენ, როდესაც ბიუროკრატიული სისტემა არის მცირე და აკეთებს იმ საქმეს, რაც უნდა გააკეთოს, ვიდრე ბევრი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა უწევდეს მოქალაქეს, რათა მიიღოს ის, რაც მას ეკუთვნის, იქნება ეს სერვისი თუ რაიმე კეთილდღეობა, რისი უფლებაც მათ აქვთ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner