logo_geo
eng_logo
ცისანა სეფიაშვილი: ამ ადამიანმა შეძლო ჩემი ოცნების ასრულება
- +

28 აპრილი. 2016. 18:09


მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში თავის პირველ სიყვარულზე საუბრობს. იგი იხსენებს, რომ ქორწილისთვის მზადების პროცესში მიხვდა, რომ სწორ არჩევანს არ აკეთებდა, თუმცა, ამის თქმის შეეშინდა საზოგადოებისა და ახლობლების რეაქციის გამო.

 

„პირველად 19 წლისა გავთხოვდი, რაც ჩემმა მშობლებმა მძიმედ გადაიტანეს. მანამდე 17 წლის ვთხოვდებოდი, ფაქტობრივად, ქორწილისთვის მზადება მიდიოდა. ჩემმა მშობლებმა იფიქრეს, უარი რომ ვთქვათ, გაიპარებაო და თავისუფლება მომცეს. ამ სამზადისის დროს მივხვდი, რომ სწორ არჩევანს არ ვაკეთებდი, მაგრამ ამის თქმის შემეშინდა. ვფიქრობდი, ხალხი, მამაჩემი რას იტყვის-მეთქი. ლიზა ბაგრატიონმა შეიტყო ჩემი და ჩემი შეყვარებულის კონფლიქტის შესახებ და დედაჩემს უთხრა, მგონი, ცისანას აღარ უნდა და ვერ გეუბნებათო. დედამ მითხრა, მე და მამაშენი ბედნიერები ვიქნებით, თუ გადაიფიქრებო", - ამბობს ცისანა სეფიაშვილი.


აქვე ცისანა სეფიაშვილი იხსენებს ბავშვობის ოცნებას, რომლის ასრულება ერთმა ადამიანმა შეძლო, თუმცა, უკვე გვიანი იყო.


„შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ლამაზი ფაქტი მოხდა. იმ ადამიანმა, ვისაც ცოლად მივყვებოდი, ოცნება ამისრულა. ბავშვობიდან ვოცნებობდი, მე-16 სართულზე ვერტმფრენით ვინმე მოფრენილიყო, კიბე ჩამოეშვა და გავყოლოდი. ერთ დღეს ვერტმფრენის ხმა შემომესმა, ფანჯარასთან მისულმა დავინახე, ზემოდან როგორ იყრებოდა ყვავილები. ეს ყველაფერი 1991 წელს მოხდა. ამის დანახვაზე მეც და მამასაც ცრემლები წამოგვივიდა.

 

ამ ადამიანმა შეძლო ჩემი ოცნების ასრულება, თუმცაღა უკვე გვიანი იყო. გამიჭირდა იმასთან შეგუება, რომ არ ვიქნებოდი იმის გვერდით, ვინც ასეთი ოცნება ამისრულა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ბიჭი ჩემი ბედი არ იყო. ამ ფაქტიდან ერთ წელში სხვაზე გავთხოვდი", - ჰყვება სეფიაშვილი.


 

წყარო: „სარკე“

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×