logo_geo
eng_logo
გურამ გირგვლიანი: კუპრავას გვერდით დაყენება როგორ შეიძლება?!
- +

9 ივნისი. 2018. 23:40

 

მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბარში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამართულ აქციებს გამოეხმაურა.

 

„ჩემი უბედურება მიდგება თვალწინ, როდესაც ზაზა სარალიძეს ვუყურებ. მესმის, რა მდგომარეობაშია, რა ცეცხლიც ტრიალებს მის გულში, თანავუგრძნობ და სოლიდარობას გამოვხატავ მის მიმართ. დღეს მთელი საქართველო მხარში უნდა ამოუდგეს ამ კაცს, რადგან არ შეიძლება ამდენი ადამიანი მონაწილეობდეს მისი შვილის მკვლელობაში და საბოლოოდ ვერაფერი დადგინდეს. ჩემთვის უბედურებაა ის, რომ მის გვერდით დგანან ადამიანები, რომლებმაც ჩემი შვილი მოკლეს. სწორედ ესაა მიზეზი, რომლის გამოც ახლა ზაზას გვერდით არ ვდგავარ. კუპრავას გვერდით დაყენება როგორ შეიძლება?!

 

სხვათა შორის, როცა ვიკრიბებოდით, 20-30 კაცი თუ იდგა ჩვენ გვერდით. ვცდილობდით, აქციისთვის პოლიტიკური სარჩული არ მიგვეცა“, - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×