logo_geo
eng_logo
სოსო ვაშაკიძე: ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა!
- +

5 ოქტომბერი. 2018. 13:21

 

 

ერთი ქალაქელი კაცის ფიქრები

 

„შენ გგონია, ნაძირლები წიგნს არ კითხულობენ, ნაძირლებს ცოლ-შვილი არა ჰყავთ და არავინ არ უყვართ? - ჰკითხა ქალბატონმა ანიკომ კუკარაჩას“.

(ნოდარ დუმბაძე)

 

შემზარავი და საშიშია იმ ნაძირალას საკნიდან საავადმყოფოებში ხეტიალი, ნაცბანდას ექნება გეგმა მისი მოწამვლის შესახებ, ყველაფერზე წამსვლელი ძალა ეცდება, ხმაური გამოიწვიოს საერთაშორისო ასპარეზზე და ჩაშალონ  საპრეზიდენტო არჩევნები.

 

პოლიტ-ვოდევილი კი გრძელდება, კანდიდატებია, ავ თვალს რომ არ დაენახვება, მათი ნუმერაციის მიხედვით, ზოგიერთს შევეხები:

 

N 2 - კედლის რადიო (ახალი თაობისთვის განვმარტავ, იყო ასეთი ხაზის რადიო, ყველა საცხოვრებელ სახლში და დაწესებულებაში), ზოგისთვის „ჩანგალა“... შესაშური ნაძირლების ხროვა, საკმარისია ორი გვარი: ბოკერია, უგულავა... თუმცა, ქვეყნისთვის მავნებლობაში არც ოთოია და და-ძმანი მისნი ჩამოუვარდებიან.

 

N 5 - ღრიღოლი - „წარმატებული ყოფილი მინისტრი“ - სასაცილოა...  თუმცა, გარემოცვა უფრო მეტად სასაცილოა - სისხლის სამართლის დამნაშავეები, ანუ ორი ვაშაძე და ორივე ერთი სოფლიდან, როგორც იმ გენიალურ ფილმშია („ჭრიჭინა“). დამნაშავეებს სისხლი სწყურიათ, არადა, ასაკით პატარა ვაშაძე უმისამართო პირადობის მოწმობების დიდი რაოდენით დაბეჭდვისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დროს უნდა მიეცათ პასუხისგებაში.

 

6 წელი გავიდა და კიდევ ფულს ხარჯავენ ხალხში, გამახსენდა ე. შევარდნაძის ნათქვამი: „გამოართვით ფული და ხმა მე მომეცითო“. გარდა ამისა, ცუკერამაც შემახსენა ჩემი 6 წლის წინანდელი ეპისტემური მოგონება; 2012 წლის 3 ოქტომბერს, 07:50 საათზე დაწერილი - „ციხის მაგივრად ოპოზიციაში უნდათ ყოფნა“.

 

28 ოქტომბრამდე, ნაცბანდის განაყოფები, სატელიტები და ახალი პოლიტიკური გაერთიანება - „ასო“ შეეცდებიან დაძაბონ ტელესივრცეში მდგომარეობა...  აქაც ცუკერას მოვიშველიებ, ასევე 5 წლის წინანდელს; 2015 წლის 3 ოქტომბერს, 06:58- საათზე დაწერილი  - „ივანიშვილმა პირველი შეტევაც სწორედ „აზროვნების გიგანტებზე“ - ექსპერტებზე და ჟურნალისტებზე მიიტანა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჟურნალისტების პრიმიტივიზმი მკაფიო კონტურებით გამოისახა. ხილული გახდა ის აბსოლუტურად უპრინციპო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელსაც ჟურნალისტები მიმდინარე პროცესების გაშუქებისას იჩენენ და ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა. ალბათ დროა, თანდათანობით ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“.

 

6 წელმა ისე გაირბინა, მმართველი ძალა თითქმის ყოველთვის თავის მართლების რეჟიმში იყო, ამ მხრივ არც ახლაა სრულად შეცვლილი სურათი, ისევ ფარული ჩანაწერების სერიალები და ორი გვამის შემკვეთს აქეთ-იქით როგორ დაახრიგინებენ, ის არის ნაცბანდის ჟურნალისტების ნიუსები, ეს უკანასკნელნი კი მრავლად არიან, მათი 98% ზ. ჟვანიას გამოზრდილი და დაგეშილია, არც ერთ მათგანს არასდროს გახსენებია სულხან მოლაშვილი და გია კრიალაშვილი... საინტერესოა და მალე გაირკვევა, დამნაშავეთა ბრბოს რატომ აღიზიანებს სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო რესპუბლიკაში ნომინალური ფუნქციებით.... დანარჩენი კანდიდატებიდან ზოგს ვიცნობ, უმეტესობას - არა, მათი შეფასება კი ასეთია; ოლიმპიადაზეა მონაწილეობა აუცილებელი და არა პოლიტიკურ არჩევნებში.

 

ახლა, მიმდინარე პროცესებს რაც შეეხება, ვისაც ქვეყანა უყვარს, არა როგორც მხოლოდ საგნის აღმნიშვნელი არსებითი სახელი, არამედ, როგორც სამშობლო,  სიკეთეს თესავს და აუცილებლად სიკეთეს მოიმკის. ხოლო ნაცბანდა, ჩემი სამშობლოს ჭირად მოვლენილი, უამრავი ადამიანის გამამწარებელი, 28 ოქტომბერს უნდა დამთავრდეს!

 

სოსო ვაშაკიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×