logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ზუსტად ასე დაგეგმეს ზურაბ ჟვანიას მკვლელობაც!
- +

27 ოქტომბერი. 2018. 21:42

 

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, რომელშიც ისმის, როგორ გეგმავენ კუდ-ის მაღალჩინოსნები ცნობილი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას. ჩანაწერში, რომელშიც „მასტერა“ და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრი ფიგურირებენ, ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზეც არის საუბარი.

 

„ზუსტად ასე დაგეგმეს ზურაბ ჟვანიას მკვლელობაც! „ჰეროკრატიაშიც“ მაქვს სცენა, როგორ სხედან მაგიდის გარშემო და როგორ აყალიბებენ ჟვანიას თავიდან მოშორების სცენარს. ეს სცენა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულია!

 

ისედაც ყველამ იცის, რომ ჟვანია გაზით არ გაგუდულა და იმ ბინაში არ მომკვდარა, სადაც მისი და უსუპოვის ცხედრები აღმოაჩინეს. ეს დადასტურებული და ბეჭედდასმულია, მაგრამ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ მანქურთების რეჟიმს მთელი შვიდი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ მკვლელობის ყველანაირი კვალი წაეშალა და მტკიცებულებები გაენადგურებინა. სწორედ ამის გამოა, რომ დღევანდელი გამოძიება ვეღარ ამტკიცებს, სად და როგორ მოკლეს ჟვანია“, - აცხადებს ხაინდრავა.

 

მისივე თქმით, კარგად ახსოვს, სააკაშვილი და ჟვანია ერთმანეთზე დანასისხლად იყვნენ გადაკიდებული, ერთმანეთს ვერ იტანდნენ და ბოლოს ზურას სააკაშვილის დანახვაც აღარ უნდოდა.

 

„სააკაშვილმა კარგად იცოდა, რომ ჟვანია მისი ერთადერთი პოლიტიკური ოპონენტი იყო, რომელსაც დასავლეთში აფასებდნენ და პატივს სცემდნენ. აბა, ამ პირუტყვ სააკაშვილს ვინ დააფასებდა? ნებისმიერი ევროპელი ლიდერი მარტო იმას რომ დაინახავდა, ეს ავადმყოფი საჭმელს როგორ ნთქავდა, შეუძლებელი იყო, მისთვის სერიოზულად შეეხედა“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×