logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: წელს ინვესტიციები გაიზარდა
- +

12 დეკემბერი. 2018. 00:57

 

 

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემაში „პირისპირ“ განმარტა, რატომ არ შეეხო ინვესტიციების ფორმალური შემცირება რეალურად ქართულ ეკონომიკას და რატომ არ არის ეს საგანგაშო.

 

„2017 წლის ინვესტიციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ე.წ. ბრითიშ პეტროლიუმის გაზსადენის პროექტს, რომელიც არის აზერბაიჯანში არსებული კონსორციუმის პროექტი, რათა მოხდეს აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი ევროპაში და თურქეთში. ეს არის ერთჯერადი დიდი პროექტი, რომელიც მაინცდამაინც საქართველოს ეკონომიკას არც შეეხო, რომელიც გულისხმობდა ძალიან დიდი რაოდენობით ძვირადღირებული იაპონური წარმოების მაღალი გამტარობის მილების შემოტანას საქართველოში, რაც ჩვენ აღგვერიცხა, ვითომ ეს იყო ინვესტიცია. სინამდვილეში მილები შემოიტანეს უცხოეთიდან და დაამონტაჟეს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არ არის პროექტი, რომელიც ჩვენ კლასიკურად გვჭირდება, რომ საქართველოს ეკონომიკა ავაღორძინოთ. ეს აღირიცხა ჩვენს ბალანსში. ეს პროექტი დამთავრდა უკვე და ჩანს, რომ თითქოს ჩვენი უცხოური ინვესტიციები შემცირდა“, - განაცხადა ქობულიამ.

 

მან გადაცემაში წარმოადგინა სლაიდი, სადაც ნაჩვენებია, როგორ იზრდებოდა საქართველოში ინვესტიციები და 2017 წელს მან 12 მილიარდი ლარი შეადგინა

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×