logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: მიუღებელია ტერმინი „ბებერი აფთრები“ თუ „ნიანგები“...
- +

26 თებერვალი. 2016. 13:35



„საბჭოთა მენტალობის ბებერი ნიანგები პარტიის განვითარებას ხელს უშლიან", - არმაზ ახვლედიანის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აფასებს:


„გასაგებია, რომ საბჭოთა მენტალიტეტში ძველებურ აზროვნებას გულისხმობს არმაზ ახვლედიანი, მაგრამ არ შეიძლება, ასე მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მათ თავიანთი სიცოცხლე სასწორზე დადეს და მათ მიმართ ასეთი ტონით საუბარი არ შეიძლება. ჩემთვის განსაკუთრებით მიუღებელია ტერმინი „ბებერი აფთრები" თუ „ნიანგები". ერთმანეთის მიმართ ცოტა მეტი კორექტულობა და პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. ამ თემაზე არ მინდოდა საუბარი, მაგრამ, რადგან დაგთანხმდით კომენტარზე, არმაზ ახვლედიანთან დაკავშირებით რაღაცა ამბებს გავიხსენებ.


ახვლედიანთან პარტიაში არსებულ არაერთ პრობლემაზე გვისაუბრია, მაგრამ მას არცერთი მათგანი არ გადაუწყვეტია. გადაწყვეტას ვინ ჩივის, მასთან შეხვედრაც პრობლემა იყო. ახლა ხომ ჩივის, რომ პარტიაში რაღაც პრობლემებია, მაშინ ისიც აგვიხსნას, თავად რატომ არაფერი გააკეთა. მას პარტიაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა და ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა შეეძლო. რადგან არ გააკეთა, რა, გამოდის, ისიც „ბებერი ნიანგია"? ისიც საბჭოთა მენტალობისაა?


პარტიაში არის დემოკრატიულობა, მაგრამ უკეთესი იქნება, მეტი დოზით იყოს. პარტიაში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი ძალიან კარგია, მაგრამ კორექტულობა არ უნდა დავკარგოთ. სად იყო ახვლედიანი, მე რომ პარტიაში არსებულ პრობლემებზე ვყვიროდი, მათ შორის, თქვენი გაზეთიდანაც, მაგრამ ყველა დამეთანხმებით, რომ კორექტულობის ჩარჩოებიდან არ გავსულვარ", - განაცხადა ნიშნიანიძემ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×