logo_geo
eng_logo
პაატა თედიაშვილი: თუ სკანდალური არ ხარ, არსად გიწვევენ...
- +

11 ნოემბერი. 2017. 20:35



მომღერალი პაატა თედიაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას „სიყვარულის არმიისა" და „მუსიკალური გველის" ჩაწერის შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ დღეს სკანდალური არ ხარ არსად გიწვევენ.

 

„ის, რომ „მუსიკალური გველი" ან „სიყვარულის არმია" განხილვის საგანი გახდა და არ იყო მხოლოდ პოზიტივი, იყო იუმორისტული მომენტი, იყო დამცინავი და სალანძღავი კომენტარები, ყველაფერი ერთად ქმნის სკანდალს და მივხვდი, რომ თუ სკანდალური არ ხარ, არსად გიწვევენ...", - აცხადებს თედიაშვილი.


მომღერალმა ასევე ისაუბრა გადაცემა პროფილში" კილტით გამოჩენაზე და განაცხადა, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

 

„ყველაფერი იყო პროვოკაციული... კილტის ქვეშ არ აცვიათ საცვალი შოტლანდიელებს და ესეც ერთგვარი ინტერესის საგანი გახდებოდა, მეცვა თუ არა, ანუ რეალურად ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და გამიზნული პროვოკაცია. რა თქმა უნდა, კილტით სიარულს არ ვაპირებ, სცენაზე თუ საჭირო იქნება, გამოვიყენებ", - აცხადებს მომღერალი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×