logo_geo
eng_logo
ვიკიპედია ჩინეთში ყველა ენაზე დაიბლოკა
- +

15 მაისი. 2019. 23:35

 

ჩინეთში ონლაინ-ენციკლოპედია ვიკიპედია ყველა ენაზე დაიბლოკა. ამის შესახებ BBC news-ი იუწყება. ინფორმაციას Wikimedia Foundation-იც ადასტურებენ. საიტის ჩინური ვერსია უფრო ადრე დაიბლოკა.

 

მთლიანი ენციკლოპედიის ბლოკირება კი აპრილის ბოლოს განხორციელდა. Wikimedia Foundation-ში აცხადებენ, რომ საიტის დაბლოკვის შესახებ ჩინეთის ხელისუფლებისგან არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ.

 

აპრილის ბოლოს, Wikimedia Foundation- მა აღმოაჩინა, რომ ჩინეთში ენციკლოპედია დაბლოკილია. ჩვენი შიდა ტრაფიკის ანგარიშების ანალიზის შემდეგ, შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ვიკიპედია ჩინეთში ყველა ენაზე დაიბლოკა, - აცხადებენ ფონდში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×