reportiori.ge - „მაესტროს“ თანამშრომლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 15 დეკემბერი, 2018. 11:55
მედია
„მაესტროს“ თანამშრომლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 20:34

 

 

ტელეკომპანია „მაესტროს" თანამშრომლები საგანგებო  განცადებას ავრცელებენ სადაც აღნიშნულია, რომ სანამ სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოტანს,  არხი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, თუმცა, ტელეკომპანიის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.


„იმ შემთხვევაში თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბამისი ცვლილებები, არ ვგეგმავთ შპს სტუდია მაესტროს დირექტორის განკარგულებების შესრულებას."- აღნიშნავენ ტელეკომპანიის თანამშრომლები.




„დღეს ტელეკომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ჰქონდა საშუალება შეხვედროდა, გასაუბრებოდა და მოესმინა ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის პოზიცია.

 

„მაესტროსთან" მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ: მაესტროზე არსებული ყველა ტელეპროექი რჩება ეთერში, თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველჰყოფენ ყველა საინფორმაციო გამოშვებისა და გადაცემის ეთერში უწყვეტობას. თანამშრომლები აგრძელებენ არხზე მუშაობას, რომელიც დღეს სამართლებრივ დავაში არის, თუმცა ვიდრე არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული მართლზომიერების გადაწყვეტილება, იმ შემთხვევაში თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბამისი ცვლილებები, არ ვგეგმავთ შპს სტუდია მაესტროს დირექტორის განკარგულებების შესრულებას.

 

ასევე ველით პასუხებს იმ ფაქტებზე, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე მაესტროს მოქმდემა დირექტორმა- ბაია გადაბაძემ გააჟღერა წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით."-აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016