reportiori.ge - „საქართველო მშვიდობისთვის“ განათლების პრობლემების შემსწავლელმა ჯგუფმა საინფორმაციო ბიულეტენის პრეზენტაცია გამართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2019. 12:02
"რეპორტიორის" თვალით...
„საქართველო მშვიდობისთვის“ განათლების პრობლემების შემსწავლელმა ჯგუფმა საინფორმაციო ბიულეტენის პრეზენტაცია გამართა
25 ნოემბერი, 2015. 18:36



საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო მშვიდობისთვის" განათლების პრობლემების შემსწავლელმა ჯგუფმა საინფორმაციო ბიულეტენის პრეზენტაცია გამართა. ბიულეტენში აღწერილია საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გზა და ის შედეგი, რომელსაც ამ სისტემამ დღეის მდგომარეობით მიაღწია. ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა ვითარების ზოგადი აღწერა, პრობლემების განსაზღვრა და დასკვნების გამოტანა შემდგომი კვლევების გასაგრძელებლად.



დოკუმენტის თანახმად, გამოიკვეთა სისტემური ხასიათის ხარვეზები. ორგანიზაციის წევრების განცახდებით, არსებული საგანმანათლებლო პოლიტიკა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს.



„ბიულეტენის  პირველ  ნომერში  თავმოყრილი  მასალებით  ნათელი  ხდება, რომ  საქართველოს  განათლების  სისტემის ევროპულ  საგანმანათლებლო  სივრცესთან  თავსებადობის  სურვილი  გამოკვეთილია,  მაგრამ  იმპლემენტაციის პროცესი  იძენს  ქაოტურ  და  უსისტემო  ხასიათს.  სისტემური  ხარვეზების  აღმოსაფხვრელად  კი  სახელმწიფოს  ზრუნვა  -  კიდევ  უფრო გააძლიეროს ადმინისტრირების ბიუროკრატიული აპარატი,  არასწორი  პოლიტიკური გათვლაა.   კვლევების  შედეგებზე  დაფუძნებული  დასკვნები  იმდენად  არის  საინტერესო,  რამდენადაც  ასახავს  მიმდინარე საგანმანათლებლო  პოლიტიკის  გაუმართლებელ  ტენდენციებს.   ისინი  აძნელებენ  სისტემის  გამართულად მუშაობას,  ქმნიან  სირთულეებს  საზოგადოების  კულტურულ  გარემოსთან  ადაპტაციის  თვალსაზრისით", - აღინიშნა განათლების პრობლემების ჯგუფის მიერ მომზადებული ბიულეტენის პრეზენტაციაზე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.


ბიულეტენი გამიზნულია  საზოგადოების  ფართო  ფენებისათვის,  ისევე  როგორც  სპეციალისტებისა  და  ხელმძღვანელი  პირებისათვის. ორგანიზაცია საინფორმაციო ბიულეტენების სერიას დაასრულებს სტრატეგიული დოკუმენტით, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ 2014 წელს შექმნილი ამავე სახის დოკუმენტის ალტერნატივა გახდება. 


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016