top_leaderboard

ევროკავშირი: მოსკოვის მახლობლად განხორციელებულ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობაზე არაფერი მიუთითებს

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოსკოვის მახლობლად განხორციელებულ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობაზე არაფერი მიუთითებს .

„რა თქმა უნდა, ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ ბრალდებებს. არ არსებობს არანაირი ნიშანი, არანაირი მტკიცებულება, რომ უკრაინა რაიმე კავშირშია ამ ტერაქტთან“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

მან მოუწოდა რუსეთის მთავრობას, არ გამოიყენოს ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიის გაძლიერების საბაბად.

ასევე იხილეთ