top_leaderboard

ენტონი ბლინკენი: შეერთებულმა შტატებმა დაინახა მტკიცებულება ჩინეთის მცდელობაზე, გავლენა მოახდინოს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე

„შეერთებულმა შტატებმა დაინახა მტკიცებულება ჩინეთის მცდელობის შესახებ „გავლენა მოახდინოს და, სავარაუდოდ, ჩაერიოს“ აშშ-ის მომავალ არჩევნებში”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ჩინეთის მთავრობის წევრებთან გამართულ შეხვედრებზე გაიმეორა გზავნილი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს გასული წლის ნოემბერში, სან-ფრანცისკოში სამიტის დროს გადასცა, რომ პეკინი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩაერიოს.

ენტონის ბლინკენის განცხადებით, არის შეშფოთება, რომ ჩინეთი და სხვა ქვეყნები აშშ-ში არსებულ სოციალურ დაყოფაზე თამაშობენ.

„ჩვენ ვნახეთ, ზოგადად, მტკიცებულებები გავლენის მოხდენის და, სავარაუდოდ, ჩარევის მცდელობის შესახებ და გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად შეწყდება. ჩვენს არჩევნებში ჩინეთის ნებისმიერი ჩარევა არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და სრულიად მიუღებელია. ამიტომ მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ მათ ეს გზავნილი კიდევ ერთხელ მოისმინეს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმ სფეროებზე, სადაც ვმუშაობთ თანამშრომლობისთვის, მაგრამ ასევე ძალიან გულწრფელი ვართ ჩვენი განსხვავებების შესახებ და ეს მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ ვაპირებთ თავიდან ავირიდოთ კონკურენცია, რომელსაც კონფლიქტში გადავყავართ“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ასევე იხილეთ