top_leaderboard

ვლადიმერ პუტინი: ვიცით, რომ მოსკოვში დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, გვაინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება

“ჩვენ ვიცით, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, რომელთა იდეოლოგიასაც საუკუნეების განმავლობაში თავად ისლამური სამყარო ებრძვის. ახლა გვაინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა საგანგებო თათბირზე, რომელიც ტერაქტის საპასუხოდ მიღებული ზომების განხილვას ეძღვნებოდა.

პუტინის თქმით, ახლა აშშ ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ ამ ტერაქტის უკან უკრაინული კვალი არ არის.

„ჩნდება კითხვა, ვის აწყობს ეს? ეს ბოროტება შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთ-ერთი რგოლი მცდელობების მთელ ჯაჭვში მათ მხრიდან, ვინც 2014 წლიდან ჩვენს ქვეყანას კიევის ნეონაცისტური რეჟიმის ხელებით ებრძვის. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს: რატომ ცდილობდნენ ტერორისტები უკრაინაში გაქცევას და ვინ ელოდებოდა მათ იქ“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე იხილეთ