top_leaderboard

დონალდ ტუსკი: პოლონეთი და უკრაინა სოფლის მეურნეობის იმპორტთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან

“პოლონეთი და უკრაინა სოფლის მეურნეობის იმპორტთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან”, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, არც პრემიერ-მინისტრი შმიგალი და არც მე არ ვიქნებით 100%-ით კმაყოფილი, მაგრამ ეს არის ის, რაც თანამედროვე პოლიტიკაშია – გადაწყვეტილებების ძიება, რომელიც, შესაძლოა, ყველა მხარისთვის არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ ის დაიცავს პოლონელი ფერმერების, პოლონელი მწარმოებლების და მეორე მხრივ, უკრაინელთა ძირითად ინტერესებს“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე იხილეთ