top_leaderboard

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. პრეზიდენტი მაკრონი შეერთებული შტატების დიდი ხნის მოკავშირის ხელმძღვანელია და ჩვენ მასთან ერთად ნაყოფიერად ვმუშაობთ რიგ საკითხებზე, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

მანამდე Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებმა უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ გააბარზა ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებიც შიშობენ, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთთან დაპირისპირება.

 

ასევე იხილეთ