top_leaderboard

ლევან შენგელია: ევროპის ჩემპიონატზე მოგებისთვის ყველასთან ვიბრძოლებთ

„ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტები ვიქნებით, მაგრამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლევან შენგელიამ განაცხადა.

მან 26 მარტის ისტორიული გამარჯვებით გამოწვეული განცდები გაიხსენა და მომავალ ევროპის ჩემპიონატზეც ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო ასეთი წარმატება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამდენი ხანი ველოდებოდით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე ყოფილიყო, რაც საბედნიეროდ, გამოგვივიდა. მთელ საქართველოს უხარია და ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, ეს ორმაგი და სამმაგი მოტივაციაა, როდესაც მთელი ქვეყანა ელოდება ამ წარმატებას, ჩვენთან ერთად ზეიმობს. როდესაც ქუჩაში დავდივართ, ამას ვგრძნობთ და ძალიან გვიხარია.

ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტები ვიქნებით, მაგრამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩემპიონატზე არ არსებობს სუსტი ქვეყანა, ისე ვერ მოხვდები. როგორც ვიცით, თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია არის. რა თქმა უნდა, სამივე თამაში ურთულესი იქნება. ყველასთვის კარგად ნაცნობია, რომ პორტუგალია ჯგუფის ფავორიტი იქნება. მოგებისთვის ყველასთან ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ლევან შენგელიამ.

26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.

ასევე იხილეთ