top_leaderboard
left_sabechdi

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანის არმია მტკიცედ აღკვეთს სომხეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას

“სომხეთ-აზერბაიჯანის პირობითი საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით ბოლო დროს სომხეთის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო დანადგარების და სხვა მძიმე საცეცხლე საშუალებების კონცენტრაცია და ჯარების ინტენსიური მოძრაობა შეინიშნება”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„ბოლო დღეებში შეიმჩნევა რევანშისტული ძალების გააქტიურება, რომლებიც აზერბაიჯანს ომით ემუქრებიან, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკის დონის ზრდა და საბოტაჟის მცდელობის მომზადების მიზნით საინფორმაციო გარემოში სიტუაციის გამწვავებაზე ორიენტირებული პროვოკაციული ინფორმაციის რაოდენობის გაზრდა. ვაფრთხილებთ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში, იგი მტკიცედ იქნება აღკვეთილი აზერბაიჯანის არმიის მიერ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ სიტუაციის გამწვავებასა და ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა სომხეთსა და მის მფარველებს დაეკისრებათ.

ასევე იხილეთ