top_leaderboard
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი: გვთავაზობთ დავნერგოთ ვეტინგის სისტემა?! კეთილი ინებეთ და დაასაბუთეთ მისი აუცილებლობა

„ქართული სახელმწიფო სუვერენული სახელმწიფოა და ქართულ სახელმწიფოებრივ ღირსებას ატარებს. გვთავაზობთ დავნერგოთ ვეტინგის სისტემა?! კეთილი ინებეთ და დაასაბუთეთ მისი აუცილებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოთხოვნა არ შესრულდება, რადგან ქართული მართლმსაჯულების განვითარებისათვის ეს მექანიზმი მოძველებულია და საჭირო არ არის“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიხედვით საქართველო კავკასიაში ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ასევე, ევროკავშირისა და ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანას, ასევე სასამართლოს კორუფციისაგან თავისუფლების ინდექსით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 9 და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნუთუ პარტნიორების პირდაპირი დავალებით, გამოყენებულ იქნეს ვეტინგი, უნდა ანულირდეს ციფრებში გამოხატული ეს პროგრესი?

„ქართული სახელმწიფო სუვერენული სახელმწიფოა და ქართულ სახელმწიფოებრივ ღირსებას ატარებს. სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ღირსება, თავისუფლება, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია და შესაბამისად მაღალია მისი დაცვის ხარისხი. ქართულ პოლიტიკაში დღეს უკვე წამყვანია ყველა ჩემ მიერ ზემოაღნიშნული პრინციპი და ლოგიკურია, ყველა პარტნიორთან საუბარი, თავისუფალ პოლიტიკურ ენაზე ხდება. ბატონი მამუკა მდინარაძის პოზიციაც ამ მკაფიო პოლიტიკის გამოძახილია, – გვთავაზობთ დავნერგოთ ვეტინგის სისტემა?! კეთილი ინებეთ და დაასაბუთეთ მისი აუცილებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოთხოვნა არ შესრულდება რადგან ქართული მართლმსაჯულების განვითარებისათვის ეს მექანიზმი მოძველებულია და საჭირო არ არის. მინაწერი: სასამართლოს დამოუკიდებლობის მიხედვით საქართველო კავკასიაში ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ასევე, ევროკავშირისა და ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანას, ასევე სასამართლოს კორუფციისაგან თავისუფლების ინდექსით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 9 და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნუთუ პარტნიორების პირდაპირი დავალებით, გამოყენებულ იქნეს ვეტინგი, უნდა ანულირდეს ციფრებში გამოხატული ეს პროგრესი? ფაქტია, ყველა არსებული გამოცდილება ვეტინგის, როგორც მიუღებელი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მუშაობს და საკითხში გაუთვიცნობიერებელი ადამიანების და პოლიტიკური ძალების მიერ მის გამოყენებაზე პედალირება აუცილებლად შესასრულებელი პოლიტიკური დაკვეთაა საბოლოოდ მისი გაუაზრებელი შედეგით,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ